logo
ENG



ზელენსკი: ჩვენს ერთიანობას არ ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელსაც შეუძლია მისი დამარცხება

20 თებ 202414:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/wum55heoquhh7cu.jpg

დღეს უკრაინაში ევრომაიდნის გმირებს იხსენებენ. ღირსების რევოლუციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი ზეციური ასეულის მემორიალთან უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად მივიდა.

"დღეს უკრაინა პატივს მიაგებს ზეციური გმირების ასეულის ხსოვნას იმის შესახებ, როგორ შეუძლიათ უკრაინელებს ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომ ჩვენს ერთიანობას არ ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელსაც შეუძლია მისი დამარცხება. უკრაინელების თავგანწირვას აქვს საზღვარი და ქმნის ისტორიას, რომელიც ათი წლის წინ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეს.

ჩვენ გვინდა და ვიცხოვრებთ მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ყველაფერი ათი წლის წინ ხალხისთცის იყო ბრძოლის სტიმული და დღესაც სტიმულის ჩვენთვის, დავიცვათ საკუთარი მიწა და თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი ხვალინდელი დღე", - ამბობს ზელენსკი.


close დახურვა