logo
ENG



ზელენსკი: ძალიან მძიმე ღამე იქნება, მტერი შტურმისთვის ემზადება

26 თებ 202202:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/eu49cs785fazmwq.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი დღეს ღამე მორიგ შტურმს აპირებს. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "დღევანდელი ღამე იქნება ძალიან მძიმე და მტერი შეეცდება გამოიყენოს ყველა ძალა“.

"ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ დადგება დილაც. ამ ღამეს მტერი გამოიყენებს ყველა არსებულ ძალას, იმისათვის რომ გაგვტეხოს. ამ ღამეს შტურმს აპირებენ. ყველას უნდა გვესმოდეს რა გველის. ბოლომდე უნდა ვიდგეთ და ეს ღამე გადავიტანოთ. უკრაინის ბედი ზუსტად ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი სახელმწიფოს ბევრი ქალაქი - ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ჩვენი ბიჭები დონბასში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კიევს, არ შეიძლება ჩვენი დედაქალაქის დაკარგვა", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა