logo
ENG



ზელენსკი: ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ

01 ივნ 202201:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/s7t8064w497oskj.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ქვეყნის სამხრეთში, კერძოდ, ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და იარაღის მხრივ, ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას. გვინდა, რომ ჩვენი ხალხი გავათავისუფლოთ, თუმცა ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს", - თქვა ზელენსკიმ. 


close დახურვა