უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განიხილა უკრაინის თავდაცვის გაუმჯობესება.
"სატელეფონო საუბარი მქონდა ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დაისვა საკითხი რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის შესახებ. ხაზი გაესვა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას."- წერს ზელენსკი Twitter-ზე.
Had a phone conversation with @OlafScholz. Discussed enhancing defense support for & ensuring global food security. Raised the issue of RF's compliance with international rules of treatment of war prisoners. Stressed the importance of decisions on the integration of in.
ბოლო თვეების განმავლობაში, გერმანიის მთავრობა და კანცლერი შოლცი იმყოფებოდნენ უკრაინისა და შიდა პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ, რადგან არ გააკეთეს საკმარისი იმისათვის, რომ დაეხმარონ უკრაინას დაიცვან თავი რუსული შემოჭრისგან.
ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო დახმარებას ყველაზე ინტენსიურად აწვდის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არსებობს წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ შოლცის ხელისუფლება ბოლო მომენტამდე იცდის, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერასა და იარაღის მიწოდებას ეხება, შოლცმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია და უკრაინას იმ მოცულობით შეიარაღებას არავინ აწვდის, როგორც გერმანია.