logo
ENG



ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

15 ივნ 202201:43
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტს, შეჩერდება რუსული ჯარი თუ არა.

"თუ რუსეთს სურს დაასრულოს ომი - რადგან ისინი მედიით სწორედ ამას ამბობენ, ისინი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. მოლაპარაკებების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, შეგვიძლია შუამავლების გარეშე - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. თუ რუსეთის ფედერაცია მზად არის, დაასრულოს ომი, ანუ, დატოვოს ჩვენი ტერიტორია, ნებისმიერ მომენტში მე პირადად, მზად ვარ ასეთი ფორმატისთვის", - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ომის დასასრულებლად, რაც არ უნდა რთული იყოს, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.


close დახურვა