logo
ENG



ზელენსკი ბახმუტის ბრძოლებზე: ყველა, ვინც იქ იმყოფება იმსახურებს უმაღლეს მადლიერებას

03 დეკ 202223:45
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის დონეცკის ოლქი, კერძოდ კი ბახმუტია. სწორედ ბახმუტში დაიღუპა დღეს 5 ქართველი მებრძოლი.

როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მიმართულებით მყოფ სამხედროებს დაეხმარონ.

"დონეცკის რეგიონი - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული წერტილებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენი გმირები, რომლებიც იქ იცავენ ტერიტორიას, ყველა, ვინც იქ იმყოფება იმსახურებს უმაღლეს მადლიერებას. ლუგანსკისა და ხარკოვის რაიონები - ვაძლიერებთ ჩვენ ძალებს. სამხრეთი - ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების დაქვეითებას. საზღვარი - ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვის ტერიტორია - ვმუშაობთ ისე, რომ საბოლოო ჯამში კალიბრის რაკეტები მხოლოდ წყლის ფსკერზე იყონ“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში ქართველი მებრძოლის რომეო ფარულავას ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი, უკრაინელებთან ერთად, ალყაშია. ფარულავა შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ალყაში ასევე ქართველი მეთაურია, რომელიც დაჭრილია. მებრძოლის თქმით, დაჭრილების გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის დაწყებულია დაღუპულების ცხედრების გამოყვანის ოპერაციაც.

 


close დახურვა