logo
ENG



ზელენსკი ბირთვულ იარაღზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია

26 სექ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/26/nzfouean1vdbxyk.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ბლეფი არ არის.

"შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა, ეს შეიძლება რეალობად იქცეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია.

მას სურს შეაშინოს მთელი მსოფლიო. ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. ვფიქრობ, მსოფლიო აკავებს მას და იცავს ამ საფრთხეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მასზე ზეწოლა და არ მივცეთ მას გაგრძელების უფლება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.

ამავე დღეს, პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 


close დახურვა