უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა.
ბორის ნემცოვის ფონდში განაცხადეს, რომ საომარი ვითარების გათვალისწინებით, პრიზზე უკრაინის წარმომადგენლები წარადგინეს. ნომინაციაში, ასევე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ოკეან ელზის ლიდერის სვიატოსლავ ვაკარჩუკი, საბრძოლო მედიკოსთა მოხალისეთა რაზმის დამფუძნებელი იულია პაევსკაია (ტაირა), უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არეტოვიჩი და სხვები წარადგინა, თუმცა გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა.
ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი იყო. ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს, 2015 წელს უცნობმა პირებმა მოკლეს.