უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად მოლდოვაში ჩავიდა.
ზელენსკი მიმის სასახლეში, სადაც ხსენებული სამიტი ტარდება, უკვე მივიდა. მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დახვდა. სამიტს 50-ზე მეტი ევროპელი პრეზიდენტი და ლიდერი დაესწრება.
ზელენსკის დასწრება სამიტზე ბოლო მომენტამდე არ იყო ოფიციალურად ცნობილი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამ სამიტს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.