logo
ENG



ზელენსკი ლენდ-ლიზზე: ისტორიული ნაბიჯია, მადლობა აშშ-ს, ისევ ერთად გავიმარჯვებთ

10 მაი 202200:00
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი ლენდ-ლიზზე: ისტორიული ნაბიჯია, მადლობა აშშ-ს, ისევ ერთად გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლენდ-ლიზის დამტკიცებას ეხმაურება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის.

"მადლობა ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ"- წერს ზელენსკი.

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.


close დახურვა