logo
ENG



ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

30 იან 202316:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/vnf4joqt6tpfays.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.

"სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.

უკრაინის ცნობით, გარდა ამისა, საუბარი იყო მიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენაზე, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიან აღდგენასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ მიკოლაევის რეგიონში დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა.

"დანიის პრემიერმინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი დამცველები მოვინახულე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც გაიარონ", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა