logo
ENG



ზელენსკი მომხრეა, რომ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს

12 მარ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/p8o1ekevbaoj76r.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხრეა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სასურველია, რომ შეხვედრას შუამდგომლობა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ გაუწიოს.

"რაც შეეხება ისრაელს და ბატონ ბენეტიმ შუამდგომლობას - ამას დადებითად ვუყურებთ. მიმაჩნია, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს [შეხვედრაში]. ვესაუბრე ბატონ ბენეტიმ - მას ვუთხარი, რომ დღეს არასწორია, არაკონსტრუქციულია შეხვედრები რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში. ეს არაა ის წერტილები, სადაც შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, რამის გაგებას მაინც და ომის შეჩერებას. ვსაუბრობ არა ტექნიკურ შეხვედრებზე არამედ ლიდერების შეხვედრაზე. მიმაჩნია თუ არა, რომ ისრაელი შესაძლოა სწორედ ასეთი ადგილი იყოს, განსაკუთრებით იერუსალიმი? - კი. ეს პრემიერსაც ვუთხარი. მის მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინთან ვერ ვისაუბრებ...ამას დადებითაც აღვიქვამთ. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ქვეყნებზე, რომლებიც უნდა მონაწილეობდნენ ამ გარანტიებში, მიმაჩნია, რომ ისრაელი მათ რიგებში უნდა იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.


close დახურვა