უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნას ეხმაურება.
ზელენსკის თქმით, "ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა და საჭიროა მოქმედება".
"რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხდა. რაც უფრო დიდხანს იგრძნობს რუსეთი დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე დაემუქრება ყველას, ვისთანაც შესაძლოა მიაღწიოს რუსულმა რაკეტებმა. რუსული რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება", - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".