logo
ENG



ზელენსკი პოლონეთში მომხდარზე: ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა

16 ნოე 202221:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/29gkrlxya1sq190.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა." - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან მიიღო შეტყობინებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო ძალების სარდლობისგან და "არ შეიძლება არ ენდობოდეს მათ."

უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ პოლონეთში უკრაინის საზღვართან აფეთქების შესახებ გამოძიებას. 

საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა


close დახურვა