logo
ENG



ზელენსკი პუტინზე: საბჭოთა კავშირის აღდგენა - ესაა მისი ცხოვრების მიზანი

30 მაი 202315:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/clactjaqvzxjgyc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა.

"საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არის მისი [პუტინის] ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, სცადა ყველანაირი მუქარა და ენერგიის იარაღად გადაქცევა. საბოლოოდ, არ გამოვიდა. შემდეგ მან გადაწყვიტა ღია აგრესორი გამხდარიყო", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, პუტინი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან აერიდებინა სატელეფონო საუბარი უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

"მხოლოდ ერთი მიზეზია - იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. პუტინმა კარგად იცის, რომ მისი სურვილი, ძალით აიღოს უკრაინა, აშკარაა. აბა, რაზე შეიძლება მელაპარაკოს? პუტინს მხოლოდ უკრაინაში შეჭრა და უკრაინელების განადგურება სურს ომის მეშვეობით. პუტინის შემდეგი სამიზნე ბელარუსია", - აცხადებს ზელენსკი.


close დახურვა