logo
ENG



ზელენსკი პუტინზე: შევთავაზებთ პლატფორმას, რომელზეც თავისი მარცხის აღიარება შეეძლება

25 თებ 202420:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/fzmdenp6pdg69xd.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე - წააგებს თუ არა უკრაინა ომს და რამდენად შესაძლებელია ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები, პასუხად განაცხადა, რომ უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორები პუტინს შევთავაზებთ ისეთ პლატფორმას, რომელზეც შეძლებს აღიაროს თავისი მარცხი და რომ ომი მისთვის მძიმე შეცდომა იყო.

"წააგებს თუ არა უკრაინა ამ ომს? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება. 2022 წლის 24 თებერვალი ყველაზე რთული დღე იყო. ჩვენ არ გვაქვს საშუალება არ მოვიგოთ. წაგების საშუალება არ გვაქვს. რა მოხდება, თუ უკრაინა დამარცხდება? თუ ის წააგებს, ჩვენ აღარ ვიარსებებთ. ასე რომ, ომის ასეთი შედეგი ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელთა ბრძოლის შედეგ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე და მათ მიერ გაწეულ დახმარებაზე.

"თუ ძლიერები ვიქნებით და იარაღი გვექნება, ამ ომს არ წავაგებთ, გავიმარჯვებთ", - თქვა მან.


close დახურვა