უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი ყოველთვის ევროპული პოლიტიკის ნათელ მხარეს იყო.
"დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი, ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს. მაგრამ მე მჯერა, რომ ის არ ტოვებს პოლიტიკურ საქმიანობას და გააგრძელებს თავისუფლების დაცვას უკრაინაში, ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში.
მოუთმენლად ველი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრთან, ლიზ ტრასთან თანამშრომლობის დაწყებას. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ უკრაინაში - ის ყოველთვის ევროპული პოლიტიკის ნათელ მხარეს იყო. მჯერა, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია კიდევ ბევრი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის დასაცავად და რუსეთის ყველა დესტრუქციული ძალის ჩასახშობად. მთავარია შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და ეს აუცილებლად მოხდება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.