11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით ჭრიან თავს. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ერთ-ერთმა ოკუპანტმა ამის გაკეთება დაიწყო.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოკვეთის ფაქტს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია მსოფლიომ იგნორირება მოახდინოს იმის თუ, რამდენად ადვილად კლავენ "ეს მხეცები" ადამიანებს.
"შეუძლებელია იგნორირება, თუ რა მარტივად კლავენ ეს ცხოველები. ეს ვიდეო... უკრაინელი ტყვეს სიკვდილით დასჯა... მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის რუსეთის ვიდეო, როგორიც თავად არის. მათთვის ადამიანები არ არსებობენ, შვილი, ძმა, ქმარი... ვიღაცის შვილი..." - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს ახალ ნორმად აქციოს - სიცოცხლის განადგურების ჩვევა.
"ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ეს ადრე მოხდა. ეს მოხდა ბუჩაში, ათასჯერ. ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, დროის გასვლასთან ერთად." - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ უკრაინა არ აპირებს არაფრის დავიწყებას და არც მკვლელების პატიებას.
"სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ყველაფერზე... ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ! და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ მაქსიმალურად. განვდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან! მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მთავარი მიზანი უკრაინის ძალაა, გაიმარჯვოს. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა, ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის."- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ასევე გამოეხმაურა ვიდეოს და თქვა, რომ "ყველაფერზე მოეთხოვებათ პასუხი და დაეკისრებათ პასუხისმგებლობა."
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ "რუსი ტერორისტები უნდა განდევნონ უკრაინიდან და გაეროდან."
"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც ISIS-ზე უარესია, ხელმძღვანელობს გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსი ტერორისტები უნდა განდევნონ უკრაინიდან და გაეროდან." - წერს კულება Twitter-ზე.
A horrific video of Russian troops decapitating a Ukrainian prisoner of war is circulating online. It’s absurd that Russia, which is worse than ISIS, is presiding over the UNSC. Russian terrorists must be kicked out of Ukraine and the UN and be held accountable for their crimes.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ამ ვიდეოთი რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მსოფლიოს თავისი "მხეცური" ბუნება.
"რუსი ჯარისკაცი დაფიქსირებულნი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვისთვის თავის მოკვეთის ფაქტში. კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მხეცურ ბუნებას და დაუმტკიცეს სამყაროს, რომ რუსეთის ფედერაცია არის სისხლისმსმელი...
იქნებ "მშვიდობისმყოფელებმა", რომლებიც ცინიკურად გვთავაზობენ "მიწის მშვიდობიანად გაცვლას", საბოლოოდ იგრძნონ თუ რას ნიშნავს რუსული სამყარო."- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვიდეოს თაობაზე განაცხადა, რომ "საშინელი კადრებია", მაგრამ ავთენტურობა უნდა შემოწმდეს.
"პირველ რიგში, თქვენ უნდა შეამოწმოთ ამ საშინელი კადრების ავთენტურობა. რა თქმა უნდა, ეს საშინელი კადრებია."- თვქა პესკოვმა.
მისივე თქმით, ავთენტურობის შემოწმების შემდეგ, "ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ შევამოწმოთ ეს სიმართლეა თუ არა, მოხდა თუ არა ეს და თუ მოხდა, მაშინ სად და ვის მიერ."
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ომის დანაშაულის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.