უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავა.
როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდეს და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.
"მგონია, ის ჩამოვა. მე მგონია, რომ ჩამოვა. ეს რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილებაა და ეს იქნება დამოკიდებული უსაფრთხოების სიტუაციაზე, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რადგან ის აშშ-ის პრეზიდენტია, მაშინ ის უნდა ჩამოვიდეს, რათა ყველაფერი ნახოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
16 პარილს თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ პრეზიდენტი ბაიდენის უკრაინაში გაგზავნას არ აპირებს. ფსაკიმ პოდკასტი „Pod Save America“-ს წამყვანებს უთხრა, რომ ბაიდენი ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ თეთრი სახლი მის უკრაინაში ვიზიტს არ აპირებს.