logo
ENG



ზელენსკიმ და სტარმერმა ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ დამატებით შეთანხმებას მიაღწიეს

24 ივნ 202509:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/24/1cozwlget7vyf77.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის  პრემიერ მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტარმერმა დააანონსა უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ერთობლივი ინდუსტრიული სამხედრო წარმოების შეთანხმება.

„ვამაყობ, რომ ვაცხადებთ პირველი ამ ტიპის პროექტის დაწყებას, რაც უკრაინის მხარდაჭერისკენ გადადგმული წინგადადგმული ნაბიჯია,“ – განაცხადა სტარმერმა მედიასთან, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ზელენსკიმ ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ორივე ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მან სტარმერს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.


close დახურვა