logo
ENG



ზელენსკიმ ნორვეგიას თავდაცვისთვის საზენიტო და გემსაწინააღმდეგო იარაღი სთხოვა

30 მარ 202217:24
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიას NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემები და ჰარპუნის გემსაწინააღმდეგო რაკეტები სთხოვა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პარლამენტისადმი დღევანდელ მიმართვისას ისაუბრა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღებულ იარაღს უკრაინა მხოლოდ თავდაცვის მიზნებით გამოიყენებს.

„თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს. მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო რაც გვჭირდება - ჰარპუნის რაკეტები, ისევე როგორც NASAMS (ნორვეგიის საზენიტო სარაკეტო სისტემა) საზენიტო სისტემები.

დამატებით, ჩვენ გვჭირდება იარაღები, რომ გავანადგუროთ ჯავშანტრანსპორტი, საარტილერიო სისტემები. ყველა იარაღს, რომლითაც შეძლებთ ჩვენს დახმარებას, მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად გამოვიყენებთ“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა