logo
ENG



ზელენსკიმ რადას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას ითვალისწინებს

28 მაი 202320:09
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ რადას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, რომ ირანს 50 წლით სანქციები დაუწესონ. შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადას უკვე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, გარდა ამისა უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებასა და ირანული კაპიტალის უკრაინიდან გატანას.

სანქციების აუცილებლობაზე მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტროც შეთანხმდა.

28 მაისის ღამეს ოკუპანტებმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს - უკრაინული უწყებების ცნობით, მათ რუსების 40-ზე მეტი დრონი გაანადგურესკიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები კიევს ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს - ოკუპანტებმა, კიევის მიმართულებით, სავარაუდოდ, 54 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.


close დახურვა