logo
ENG



ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

15 აგვ 202221:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/15/u2if76s4fvoj5sc.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

ზელენსკის დადგენილების თანახმად, საბჭო იმუშავებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

"საბჭოს შექმნის მიზანია დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ღონისძიებების გამართვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შედეგების დაძლევა და ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიიღო უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა, რუსეთის ოკუპაციის და შეიარაღებული აგრესიის შედეგად", - წერია დოკუმენტში.

დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა 1 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს წინადადება კონსულტაციური საბჭოს პერსონალური შემადგენლობის შესახებ.

განკარგულება ძალაში, დღეიდან შევიდა. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძთვანელი პრეზიდენტი იქნება.

 


close დახურვა