უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და გაერთიანებული ძალების სარდალს სერჰი ნაევს დაავალა უკრაინის ჩრდილოეთით საზღვრის გამაგრება დაავალა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დაზვერვა ყურადღებით აკვირდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარს.
"ცალკე განვიხილეთ სიტუაცია ჩრდილოეთით. კერძოდ, ბელარუსის ტერიტორიაზე. იყო ჩვენი დაზვერვის ცნობები. ძალიან ყურადღებით ვაანალიზებთ თითოეულ ფაქტსა და ნებისმიერ პერსპექტივას ნებისმიერი მიმართულებით", - განაცხადა ზელენსკიმ.