უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან $27.4 მილიარდი თავდაცვასა და უსაფრთხოებას მოხმარდება.
"აშკარაა, რომ ეს იქნება ომში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტი. მომავალ წელს ტრილიონ გრივნაზე მეტი დაიხარჯება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში. ეს იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, სოციალური პროგრამები, როგორიცაა პენსია, სრულად დაიფარება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არაკრიტიკული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა გეგმას წარადგენს, რათა სახელმწიფო საწარმოების, თანამდებობის პირებისა და დაწესებულებებისთვის ხარჯები შემცირდეს.