უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა, თავდაპირველად, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, 20 პუნქტამდე ჩამოიყვანეს.
ამის შესახებ მან დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, თავდაპირველი წინადადება ჟენევაში 28-დან 20 პუნქტამდე შემცირდა და გასულ შაბათ-კვირას ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების დროს „დაზუსტდა“.
ზელენსკიმ დაამატა, რომ „ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ დასამუშავებელია“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის „ერთ-ერთი ყველაზე რთული და, ამავე დროს, ოპტიმისტური მომენტი“ უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესისთვის.
„ახლა, როგორც არასდროს, არსებობს ამ ომის დასრულების შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
