უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მისიის მანქანებზე იერიში მიიტანეს.
"სამწუხაროდ, რუსული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
მანამდე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს დილით რუსმა სამხედროებმა სოფელ ვეროლუბოვკაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ფილაშკინმა დააზუსტა, რომ განადგურდა ჰუმანიტარული მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.
ვეროლიუბოვკა ფრონტის ხაზიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
დონეცკის საოლქო პროკურატურამ დარტყმის შედეგების ფოტოები გაასაჯაროვა.