logo
ENG



ზელენსკის თქმით, ივლისში მშვიდობის სამიტის ჩატარებას აპირებს

21 მაი 202314:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/21/agc2gt2yne4eait.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივლისში მშვიდობის სამიტის ჩატარებას აპირებს.

"ძალიან მალე, უკვე ივლისში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის 500 დღე შესრულდება. ეს დროის სიმბოლური პერიოდია. საუკეთესო თვე მშვიდობის ფორმულის სამიტისა და გლობალური უმრავლესობის სამიტის მოსაწვევად. ყველას, ვინც მხარს უჭერს პატიოსნებას და ამ ომის დასრულება სურს, გეპატიჟებით, შემოუერთდით საერთო ძალისხმევას!", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტს ესწრება. ამასთან, ზელენსკი არაერთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.

ორი დღეა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს - გუშინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 


close დახურვა