logo
ENG



ზელენსკის თქმით, ლიდერები უკრაინის ნატოში მიღების განხილვისას რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ

04 აპრ 202218:08
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, ლიდერები უკრაინის ნატოში მიღების განხილვისას რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც 2008 წელს ევროპელი ლიდერები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდნენ, რუსეთისა და ქვეყნების შიგნით მყოფი ისტებლიშმენტის გავლენის ქვეშ იყვნენ.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა მის გუშინდელ კრიტიკას უპასუხა. მერკელი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინა ნატოში დაბლოკა.

"ვფიქრობ, ანგელა მერკელმა და არა მხოლოდ მან, არამედ ევროპელმა ლიდერებმა, მე ასევე ბატონ სარკოზისაც მივმართავდი, ჩემი სიგნალი კარგად გაიგეს, როცა მათ მოვუწოდე, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. ისინი, თავის დროზე იყვნენ რუსეთის ფედერაციის და ქვეყნის შიგნით მყოფი ისტებლიშმენტის გავლენის ქვეშ, როცა ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყველა იმ ისტორიას და ინსინუაციას იმის შესახებ, რომ NATO-ს კარი ღიაა, ჩვენ ვიცით, რომ NATO-ს წევრების უმეტესობა, მხარს უჭერდა უკრაინას, გამხდარიყო ალიანსის წევრი, მაგრამ ამას ბუქარესტის სამიტის დროს შეეწინააღმდეგა ლიდერების ნაწილი, მათ შორის იყო ანგელა მერკელიც. მიმაჩნია, რომ რაც ხდება ეს რუსული შაშის თამაშია და რუსეთისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ გამაგრდნენ, იგრძნონ, რომ აქვთ ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებებზე გავლენა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რას ემსგავსება რუსეთთან წათამაშება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში ჩასვლის შემდეგ.


close დახურვა