logo
ENG


ზელენსკი: ვიწვევ მერკელს და სარკოზის, ნახონ, რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ
  • 2555ნახვები

მე ვიწვევ ქალბატონ ანგელა მერკელს და ბატონ ნიკოლა სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები. მინდა, სწორად გამიგონ. ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ.

ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული სამხედროებისა, ვინც ეს გააკეთა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა, ვინც ბრძანებას გასცემდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ გაურკვევლობაზე.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა