logo
ENG



მერკელი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა 2008 წელს უკრაინა ნატოში დაბლოკა

04 აპრ 202217:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/tgolw8rpwojzobt.jpg

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს და აღნიშნავს, რომ 2008 წელს მისი გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში დაბლოკვასთან დაკავშირებით სწორია. კანცლერის განცხადება მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა.

"ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, რომელიც ალიანსში უკრაინის დაბლოკვას ეხებოდა, სწორია", - თქვა მერკელის პრესმდივანმა.

ამასთან, მერკელმა ზელენსკის შეთავაზებას ბუჩაში ჩავიდეს არ გამოეხმაურა, თუმცა მისი პრესსპიკერის თქმით, ანგელა მერკელი ფედერალურ სახელმწიფოს პოზიციას უკრაინას გვერდში დაუდგეს, მაქსიმალურად იზიარებს. 

"ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში შესამჩნევი სისასტიკის გათვალისწინებით, ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობა, იყოს უკრაინის მხარეზე და ბოლო მოეღოს რუსეთის ბარბაროსობასა და უკრაინის წინააღმდეგ ომს, აქვს სრული მხარდაჭერა ყოფილი კანცლერის მხრიდან“, - აღნიშნა სპიკერმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია. ზელენსკის თქმით, მათ უნდა ნახონ "რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ".

 


close დახურვა