logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლის რისკი მაღალია

29 აპრ 202222:29
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლის რისკი მაღალია.

როგორც ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლა, რუსების უკრაინის ტერიტორიებზე არაადამიანურ ქმედებებთან იქნება დაკავშირებული. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკებები "ზედმეტად შენელებულია". ზელენსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ლიდერების [უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების] შეხვედრაა საჭირო.

"რისკი იმისა, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები სრულად დასრულდება, ძალიან მაღალია. ეს ყველაფერი იმის გამო, თუ რას ტოვებს რუსეთი [ტერიტორიიდან] წასვლის მერე, სადაც არ უნდა იყვნენ, მოქმედებები ერთნაირია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო, და ისინი, ყველანი ერთნაირად მოქმედებენ ამა თუ იმ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ვახდენთ და ვხედავთ [იქ რა მოხდა]... ისინი ამბობენ, რომ მათთან პასუხისმგებელი არის ერთი ადამიანი. ამიტომ, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები იქნება შედეგის მომტანი და შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და მთელი ამ პროცესის საბოლოო აღქმა", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა