logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს

26 ივლ 202208:15
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს

დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროპის მიმართ გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. "ჩრდილოეთ ნაკადისთვის" ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, რასაც მას კონტრაქტები ავალდებულებს. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს გაუჭირდეთ ზამთრისთვის მომზადება. ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ. მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი – პორტების ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით თუ ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან. ეს უბრალოდ ტერორის ერთ-ერთი ფორმაა. ამისთვის საჭიროა საპასუხო დარტყმა. საჭიროა არა იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოხდეს რაღაც ტურბინის დაბრუნება, არამედ სანქციების გაძლიერება, ყველაფრის გაკეთება, რათა შეიზღუდოს რუსეთის შემოსავალი არა მხოლოდ გაზიდან და ნავთობიდან, არამედ ნებისმიერი დარჩენილი ექსპორტიდან. მაქსიმალურად უნდა გაწყდეს სავაჭრო კავშირები რუსეთთან, რადგან ყოველი ასეთი კავშირი რუსეთისთვის არის ზეწოლის პოტენციური საშუალება


close დახურვა