უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ აქვს გამბედაობა, უკრაინელების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამასთან, ის მსოფლიოს მოუწოდებს იყოს მტკიცე, რათა რუსეთის ფედერაციის აგრესია შეაჩეროს.
"ერთადერთი განსხვავება ტერორისტებსა და რუსეთს შორის არის ის, რომ ტერორისტები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რაც გააკეთეს, რუსეთის ფედერაციას კი ამის გამბედაობა არ აქვს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.