logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინელები კონტრშეტევის დაწყებას რამდენიმე მიმართულებით აპირებენ

06 სექ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/zn193ct2823eot5.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევის დაწყებას არამხოლოდ ხერსონის რაიონში, არამედ რამდენიმე მიმართულებით აპირებენ.

"ეს ძალიან რთული ომია. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიას. ეს ამოცანა რთულია და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

სამხედრო მოქმედებების დეტალებს ვერ განვიხილავ. მინდა, რომ მტერმა ჩვენგან სიურპრიზები მიიღოს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა