უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში 3 დასახლება გაათავისუფლეს.
"მადლობა მინდა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში - დასახლება გათავისუფლდა.
ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი - მათი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი სახელმწიფოს სამრეთით ორი სახელმწიფო გათავისუფლდა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.