უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ევროკავშირმა 500 მილიონი ევრო გამოყო.
მან ევროკავშირის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიანს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობელი ვარ ურსულა ვონ დერ ლაიანის, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელების სამართლებრივ სტატუსზე, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს პოულობენ, რუსული აგრესიის გამო. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უზრუნველყოფს მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობებით", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.