logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინის იარაღით მხარდაჭერა გადამწყვეტია ევროპაში მშვიდობისთვის

16 სექ 202210:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/vxbbwbzvxbjyqoo.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის იარაღით მხარდაჭერა გადამწყვეტია ევროპაში მშვიდობისთვის.

"ზოგადად, უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, ჭურვებით და ფინანსებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისთვის. რაც მეტი მხარდაჭერა გვექნება, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი.

ამის შესახებ ვესაუბრე პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც კიევში ჩამოვიდნენ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროს ღირებულებების რეალური დაცვა ახლა მხოლოდ ამ ომში უკრაინის გამარჯვების შედეგადაა შესაძლებელი.


close დახურვა