logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება

28 ივნ 202213:06
3 წუთის საკითხავი
clock 627
2022/06/28/l3clswwvt2jbcz0.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენ ვიცავთ უკრაინას, რომელიც არის სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სოციალური და კანონიერი სახელმწიფო.

ღმერთი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ შენი სახლის დაცვა ბოროტებისგან ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არდაცვა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა არის უნიტარული სახელმწიფო და უკრაინის ტერიტორია არსებულ საზღვრებში განუყოფელი და ხელშეუხებელია.


close დახურვა