logo
ENG



ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

26 აპრ 202316:32
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ესაუბრა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. 

"გრძელი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დროს, უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა.


close დახურვა