ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.