logo
ENG



ზვიად კუპრავას სცემეს

27 თებ 202021:05
3 წუთის საკითხავი
 
m94rg5ifzv074cu.jpg

ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით ზვიად კუპრავას სცემეს. კაპანაძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერს და კუპრავას ფოტოსაც ავრცელებს.

„ამ წუთას რეჟიმის „ტიტუშკები“ დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთ-ერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება.

ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონავირუსად უნდა გამოცხადებულიყო.

ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება“, - წერს კაპანაძე.


close დახურვა