logo
ENG



ზივზივაძე: ახალგაზრდების გვერდით ვარ, ვინც მომავლისთვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ

02 მაი 202420:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/2vfenrtxuy4o8it.jpg

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ზივზივაძე მხარდაჭერას გამოხატავს და გმობს ძალადობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის წინააღმდეგ იკრიბებიან.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო - არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო", - წერს ზივზივაძე სოციალურ ქსელში. 


close დახურვა