logo
ENG



ზოიძე: თუ არ მიიღებს ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას, ვაჩუქოთ აზერბაიჯანს ან თურქეთს

02 აპრ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
ზოიძე: თუ არ მიიღებს ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას, ვაჩუქოთ აზერბაიჯანს ან თურქეთს

ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას ემხრობა, თუმცა ამბობს რომ მისი ჯანმოს ავტორიზაციამდე დასაწყობება სჯობს. მისივე აზრით, თუკი ავტორიზაციას ვერ მიიღებს, შესაძლებელია აზერბაიჯანს ან თურქეთს აჩუქოს ის საქართველომ, იქ, სადაც უკვე იყენებნ ჩინური სინოფარმის ვაქცინას. ამის შესახებ ზოიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა. 

"შემოვიტანოთ, დავასაწყობოთ, რომ არ იყოს წყვეტა, მაგრამ აუცილებელია დაველოდოთ, სანამ ჯანმოსგან მიიღებს ავტორიზაციას. თუ არ მიიღებს ამ ავტორიზაციას,  იმის გამო რომ კითხვებია, მაშინ ვაჩუქოთ აზერბაიჯანს, ან თურქეთს. ბევრი რაღაც გაუკეთებია ჩვენთვის აზერბაიჯანს, ბევრი რაღაც გაუკეთებია თურქეთს და ეს იქნება ის ჟესტი... ამ შემთხვევაში ვირუსს ყველა ერთად ვებრძვით", - თქვა აკაკი ზოიძემ.  

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია ბრიტანული ასტრაზენეკას და გერმანულ-ამერიკული ფაიზერით არის შესაძლებელი. 

5 აპრილიდან ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.


close დახურვა