logo
ENG



ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

24 სექ 202021:08
3 წუთის საკითხავი
 
76qmaum33trk4gz.jpeg

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს. რაც შეეხება მიტროპოლიტ გერასიმეს, მას ხვალ ტესტირება ჩაუტარდება. 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. 24 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. 

 


close დახურვა