ზუგდიდის მუნიპალიტეტს მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
"ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. მუშაობას ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ",- წერს გიორგი შენგელია.
შენგელია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გადის.
საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 566 გარდაიცვალა.