ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში 70 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.