logo
ENG



ზუგდიდში, აქტივისტი დეპუტატს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

25 მაი 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბათლომე შელიას ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ბრალი გააცნეს.

საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შელია საქმეს პოლიტიკურად შეკერილს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალი პირიქით, ზარანდიასთვის უნდა წარედგინათ. თავად როსტომ ზარანდია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

 


close დახურვა