logo
ENG



ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

13 აპრ 202314:10
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანია.

2022 წლის ნოემბერში ზუგდიდში 15 წლის საბა მამფორია მოკლეს. მოზარდს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა