logo
ENG



ზუგდიდში სააღდგომო ლიტურგია დღეს, დილის 7 საათზე დაიწყო

19 აპრ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის მშენებარე ტაძარში აღავლინა მსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ. მსახურება დილის შვიდ საათზე დაიწყო.

მსახურებისას დისტანცია დაცული იყო, თუმცა მრევლის რაოდენობიდან გამომდინარე დაირღვა 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის წესებითაა განსაზღვრული. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

close დახურვა